ირაკლი ალასანიას განცხადებით, "საქართველოს გზის" სახით "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა შეურთდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ალასანია ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ალიანსი" ნელ-ნელა ქმნის დიდ ერთობას.
"ქალბატონმა სალომემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. "საქართველოს გზი" სახით "ალიანსს" ჯანსაღი პოლიტიკური ძალა შემოუერთდა. ჩვენ ნელ-ნელა ვქმნით დიდ ერთობას, რომელიც ნანატრ გამარჯვებამდე მიგვიყვანს", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გზა" "ალიანსს" შეუერთდა. ამიერიდან "ალიანსი საქართველოსთვის" 4 პარტიით იქნება წარმოდგენილი.