"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველო ერთსულოვანი აღარ ყოფილა.
აღნიშნული ტრაგიკული დღე ალასანიამ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა და "ალიანსის" სხვა ლიდერებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სწორედ იმ ადამიანებმა დაიწყეს, ვინც იმ ღამეს პარლამენტის შენობასთან იდგნენ და დაიღუპნენ. იმ დღის შემდეგ საქართველო ისეთი ერთსულოვანი, როგორც 1989 წლის 9 აპრილს იყო, აღარ ყოფილა", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, 21 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია ქვეყნისთვის დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება.