"ალიანისი საქართველოსთვის" ამიერიდან 4 პარტიით იქნება წარმოდგენილი, დღეს, "ალიანსს" სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა" შეუერთდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა. მემორიალთან მასთან ერთად "ალიანსი საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა.
ზურაბიშვილი განცხადებით, გაერთიანება საერთო ინტერესებმა და ერთნაირმა ხედვამ განაპირობა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მოდელს გულისხმობს.
"გადავწყვიტე, რომ შევუერთდე "ალიანსს." ეს არის ხვალინდელი ალტერნატივა - ჩვენი იმედის გზა, იმისათვის რომ ჩვენ გავიდეთ ამ გადატრიალებების გზიდან", - განაცხადა ზუარბიშვილმა.
ალასანაიამ 21 წლის წინადელი მოვლენები გაიხსენა და დღევანდელ რეალობასთან გაავლო პარალელი.
"გადაწყვეტილება ქალბატონმა სალომემ მიიღო და ჩვენ მივესალმებით მის გადაწყვეტილებას. 21 წლის ქართველი ხალხი ძალიან ერთსულოვანი იყო და სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამის შემდეგ კიდევ ყოფილიყო ასეთი ერთსულოვანი. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ სწორედ დღევანდელ დღეს იზრდება "ალიანსი". ჩვენ ამიერიდან ვიქნებით ოთხ პარტიანი ალიანსი", - განაცხადა ალასანიამ.
ახლადგაერთიანებული ლიდერების განცხადებით, თანამშრომლობა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.