დღეს, 9 აპრილს, "ეროვნული საბჭო", 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, მსვლელობა ჭადრაკის სასახლიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
"პარლამენტთან შევიკრიბებით და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ", - განმარტა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები დაარბიეს, რა დროსაც მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. დარბევის შედეგად 16 კაცი დაიღუპა, ათასობით მოიწამლა.