დღეს, 9 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო დელეგაცია თბილისში 5 აპრილს ჩამოვიდა, 6 აპრილს საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
7 აპრილი დელეგაციის წევრები წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ, რის შემდეგაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფელი ერგნეთი და გორი მოინახულეს.