ხვალ, 9 აპრილს საქართველოს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში შტეფან ფულემ შეხვედრები საქართველოს მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. ასევე შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს.
შეხვედრაზე მხარეებმა შეხვედრებზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, შიდა პოლიტიკური საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.