თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა.
,,ამ დრომდე პროკურატურას საქმის მასალები არ გადმოუცია, შესაბამისად დაცვას ვერ ვახორციელებთ", -განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ, რომელიც ,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე რა არგუმენტით არ აძლევს ბრალდების მხარე დაცვის მხარეს საქმის მასალებს პასუხობს:
,,პრპოკურატურას არგუმენტი არ გააჩნია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მონაწილეები ვართ ჩვენ და პროკურატურაც, შესაბამისად ჩვენს ურთიერობებს, ვალდებულებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი იმპერატიულად განმარტავს და პროკურატურას ავალდებულებს როდესაც ბრალდებულს ბრალი წარედგინება ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. მნიშვნელობა არ აქვს საქმეს ადევს თუ არ გრიფი საიდუმლო სს საპროცესო კოდექსი იმეპერატიულად ავალდებულებს პროკურატურას, რომ საქმის მასალები გადმოგვცეს", _განაცხადა ლევან სამუშია.
რაც შეეხება იმას თუ რით შეიძლება იყოს განპირობებული პროკურატურის ეს ქმედება ადვოკატი პასუხობს;
,,პირველ რიგში განპირობებული იმით, რომ საქმეს თუ გრიფი საიდუმლო მოეხსნება და გრიფი საიდუმლო მოხსნილი საქმის მასალები გადმოგვეცემა, მაშინ ადვოკატები შევძლებთ სრულფასოვნად განვახორციელოთ დაცვა, ჩავატაროთ ექსპერტიზები და მოვიპოვოთ მტკიცებულებები. Eეს ყველაფერი პროკურატურამ კარგად იცის და არ უნდათ ასე მოხდეს. Mმეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ თუ საქმე გრიფი საიდუმლო მოეხსნება საზოგადოება იხილავს, რომ რეალურად რაშია საქმე და უდანაშაულოები არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. შესაბამისად ეს ორი ფაქტორია განმაპირობებელი, რომ საქმის მასალებს არ გვაძლევენ", _განაცხადა სამუშიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრიფის მოოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.