საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი და "მილანის" მცველი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივას ნულს უტოლებს და ამ მიმართებით ყოფილი ბიზნეს პატრნიორის _ ზურაბ ნოღაიდელის "რუსულ" პოლიტიკას იწონებს.
~სოვეტსკი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კახი კალაძე პოზიტიურად აფასებს ყოფილი ბიზნეს პარტნიორის _ ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტებს და რუსეთთან მიმართებაში მის პოზიციას სრულად იზიარებს.
კალაძის განმარტებით, იგი ხელისუფლებაზე განაწყენებულია, რისი მიზეზადაც მისი ბიზნესპროექტების ჩავარდნას ასახელებს. კალაძე კმაყოფილებას გამოხატავს მისი კომპანიის "კალა-კაპიტალის" მენეჯმენტით, რომელსაც თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა.
ამავდროულად, არ გამოირიცხება რომ კალაძე პოლიტიკაში გამოჩნდეს და თავისი ბიზნეს პარტნიორის, ზურაბ ნორაიდელის თანაგუნდელი გახდეს.
თავად ნოღაიდელი კალაძის საკითხთან დაკავშირებით ხვალ საგანგებო ბრიფინგის გამართვას გეგმავს.