საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სიტყვა - "დე-ფაქტოს" ხმარებიდან ამოღება მოითხოვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
"მინდა ყველას გასაგებად ვთქვა, რომ სიტყვა - "დე-ფაქტო ხელისუფლება" და "დე-ფაქტო საზღვარი" აღარ იხმაროთ, რადგან ამ ტერიტორიებზე მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და მათ მიერ გავლებული საოკუპაციო ხაზი არსებობს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ცხინვალის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვა არანაირი ხელისუფლება არ არსებობს, გარდა საოკუპაციო ძალებისა.