საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირველკლასელებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს. ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა ქუთაისში, მთავრობის გასვლით სხდომაზე, სადაც რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირველ კლასელებისთვის პერსონალური კომპიუტერების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.
"ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო ჯარების სარდლებს და მათ უფროსებს მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით იქ მცხოვრები ბავშვებისთვის პერსონალური კომპიუტერების შეტანას შევთავაზებთ, თუმცა ეს საერთაშორისო კონტროლი ქვეშ უნდა განხორციელდეს, რომ კომპიუტერების ერთმანეთს ან ჩვენ არ გვესროლონ. ასევე მზად ვართ ეტაპობრივად იგივე ოკუპირებულ აფხაზეთში გავაკეთოთ, რადგან ეს არის სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, აღნიშნული კომპიუტერები ერთ ქსელში იქნება ჩართული, რაც საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების დანარჩენ რეგიონების ბავშვებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.