გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ინგლისური ენის ტელეგაკვეთილებით სწავლის ინიციატივით გამოვიდა.
ხაჩიძემ აღნიშნული ინიციატივა ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე დააყენა.
"ინგლისური ენის ტელეგაკვეთილებით შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. კარგი იქნება თუ ამ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებელი ან რომელიმე კერძო ტელეკომპანია გამოეხმაურება", - აღნიშნა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის მინისტრის ინიციატივას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაზე კარგი გაკვეთილი ფილმების სუბტიტრებით გაშვება იქნება.
"მხოლოდ გაკვეთილები არ შევლის საქმეს. სკოლებში უნდა დავგემოთ კაბინეტები ყველგან, განსაკუთრებით ვიდეოტექნიკით და დისტანციური სწავლებით. თუმცა საზოგადოებრივი არხი არსებობს და მსგავსი გაკვეთილები უნდა იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.