საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სკანდალზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში გასვლით მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგს არ უნდა გამოეკიდოს და იმაზე არ უნდა იფიქროს, რომ რამე სკანდალური გააკეთოს, როგორც "იმედმა" ან კიდევ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აჩვენოს. მათი ამოცანა შემეცნებითი, საინფორმაციო და აღმზრდელობითი გადაცემების მომზადება უნდა იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.