მიხეილ სააკაშვილი: IRI-ის კვლევის შედეგებით, ინოვაციისთვის ქართული საზოგადოების მზადყოფნა სათანადო დონეზე არ არის
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ინოვაციისთვის, გახსნილობისთვის, მოდერნიზაციისა და ახალი იდეების შეთვისებისთვის ქართული საზოგადოების მზადყოფნა სათანადო დონეზე არ არის.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკვლევების შედეგები, რომელმაც გამოაჩინა, რომ რეფორმების სამთავრობო კურსი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, მთავრობაში ბევრს გაუხარდა, მაგრამ, მე ასე არ გამხარებია, რადგან მასში იყო ერთი ნაწილი, რომელმაც ძალიან დამაფიქრა და შემაშფოთა - ეს გამოკვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მზადყოფნა ინოვაციისთვის, გახსნილობისთვის, მოდერიზაციისა და ახალი იდეების შეთვისებისთვის არ არის იმ დონეზე, როგორც ეს იმ კონკურენტულ გარემოს შეესაბამება, რომელშიც საქართველო იმყოფება", - განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის დღევანდელ გასვლით სხდომაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართება.
მან აღნიშნა, რომ "მთავრობას ბევრი მუშაობა მართებს ამ მიმართულებით, თუ გვინდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ, ამ რეგიონის სინგაპურად და შვეიცარიად იქცეს და ამ ყველაფერთან ერთად დარჩეს იმ საქართველოდ, რომელიც თავის კულტურაზე და ნიჭიერებაზე იქნება დაფუძნებული".