დღეს, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ცესკოს წევრები რეგიონული ვიზიტების ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიების ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლებს ბაზალეთში შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" წარმომადგენელი.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ წინასაარჩევნო მზადებაზე და გეგმებზე ისაუბრა. განიხილეს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული საარჩევნო სიის მონიტორინგის პროცესი და მისი შედეგები.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კომისიამ რეგიონებში ვიზიტები 2 მარტიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა კახეთში (ახმეტის, გურჯაანის, თელავის, ყვარლის,სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და ლაგოდეხის) საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან შედგა.
ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო აგრძელებს რეგიონულ ვიზიტებს და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველა რეგიონს ეწვევიან.