"ეროვნული საბჭო" ირაკლი ალასანიას თბილისის მერობის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დღეს "კონსერვატორმა" კახა კუკავამ კიდევ ერთხელ განაცხადა.
კუკავას თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ "ეროვნული საბჭო" ირაკლი ალასანიას თბილისის მერის არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.
"ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველაზე საუკეთესო, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული გზა არის პრაიმერი. ჩვენ ვთავაზობთ ყველას, მხარი დაუჭირონ პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატს", - აღნიშნა კუკავამ.
მისი თქმით, ისეთი რბილი და ფაქიზი წინასაარჩევნო კამპანიით, როგორიც ირაკლი ალასანიამ აირჩია ,ხელისუფლების კანდიდატის დამარცხება გაჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ირაკლი ალასანია აშშ-ში იმყოფება.