აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ქავთარაძის კანდიდატურა პარალმენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ირაკლი ქავთარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ქავთარაძე 1973 წის 22 ნოემბერს ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გეორგრაფიის ფაკულტეტი; ასევე ტასისის სახელმწიფო მართვის კოლეჯი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით. იგი უკვე მეორე მოწვევის პარალმენტის დეპუტატია.
აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ახლად დანიშნულმა ელჩმა ივანე ნონიაშვილმა თანამდებობიდან წასვლა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა.