პარალმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართავს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გაიგზავნოს თხოვნა: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ოფიციალუარდ მიანიჭოს ოკუპირებული რეგიონების სტატუსი. ამის შესახებ განცხადება პარალმენტის პირველმა ვიცე-პიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის ბოლო ქმედეებთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებების გატარება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მოითხოვა.
დავითაია გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ე. წ. საზღვრები საქართველოსთან უნდა გააკონტროლოს კაზაკთა ასეულმა. როგორც დავითაია აღნიშნავს, ეს ასეული არის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ორგანო, რომელიც დებულების მიხედვით, მუშაობს პრეზიდენტის დაცვაზე. როგორც დავითაია განმარტავს, კაზაკთა დეპარტამენტი რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა ჩეჩნეთში: მშვიდობის დამყარების არგუმენტით კაზაკებს ასახლებდნენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მათ ჩაჰყავდათ ოჯახები, იკავებდნენ ჩეჩნების საცხოვრებელ ადგილებს და ამით ფაქტობრივად ხდებოდა ჩეჩნების ეთნოწმენდა. დავითაია შიშობს, რომ რუსეთი ამ სცენარის განმეორებას აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებს.
"რეალურად ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთი აფხაზეთში აფხაზი მოსახლეობის ეთნოწმენდას იწებს", - აცხადებს დავითაია და ითხოვს, რომ სს სამინისტრომ მიმართოს საერთაშორისო ორგანზიაციებს, რათა რუსეთის უკანონო ძალებს, რომლებიც დგაგნან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, დაემატოს კაზაკთა დეპარტამენტიც. დავითაიას ამ მოთხოვნას მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და სამწუხარო უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას. იგი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
"ნატოს დელეგაციის ჩამოსვლაც შემთხვევითი ფაქტი არ არის", _ აცახადებს იგი.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა სამინისტრომ ოფიციალურად მოითხოვოს საერთაშორისო ორგანზიაციებისგან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ოფიციალურად მიენიჭოს ოკუპირებული რეგიონის სტატუსი.