მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მთავრობა კონპენსაციებს ზამთრამდე მისცემს. ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ საკითხით პრემიერი ნიკა გილაური დაინტერესდა.
როგორც მან განმარტა, დასრულების ფაზაშია შესული წინასწარი სამუშაოები, რომლის შედეგადაც გახდება ცნობილი, რა ზიანი მიადგა რაჭის რეგიონს, განსკაუთრებით კი ონის რაიონს.
"ამის შემდეგ ორი სამი დღე შიდა კონსულტაციებისთვის დაგვჭირდება, რათა ჩამოვყალიბდეთ რა სახის დახმარებას აღმოუჩენს ხელისუფლება მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ კომპენსაციები ზამთრამდე მიიღონ", - განმარტა ტყეშელაშვილმა.