სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. იუწყება CNN.
გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილმა 190-ვე დეპუტატმა მისცა ხმა.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შევიდნენ სამხედროები. შენობასთან კი იმართება საპროტესტო აქცია, სადაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა.
ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ საომარი მდგომარეობის რეჟიმი უნდა გააუქმოს.