დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, რამეთუ ის შანსი, რაც არსებობდა, რომ დავბრუნებულიყავით სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ჩარჩოში და იმ სიტუაციაში, სადაც ვიყავით არჩევნებამდე, რომელიც არის საწყისი ამ არალეგიტიმური ერთიმეორეზე გადაბმული მოვლენების და რამაც დღეს მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს, აღარ არსებობს არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაკარგა თავისი არსება და არა მთელი რიგი სხვა ინსტიტუტები, რომელიც დამოკიდებული არიან ერთპარტიულ წყობაზე, რომელიც დღეს დამკვიდრდა ქვეყანაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.