15 ივლისს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი გურამ ოდიშარია და კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი გამართავენ სპეციალურ ბრიფინგს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით.
კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო წელს პირველად მოხვდა მთავარ საკონკურსო პროგრამაში. გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულის" მსოფლიო პრემიერა ფესტივალის ფარგლებში 9 ივლისს მოეწყო და 12 ივლისს ფესტივალის დასკვნით ცერემონიაზე მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი" გადაეცა.