საქართველოში კომერციული ბანკების უმრავლესობას რესტრუქტურიზებული სესხის გაცემის საკომისიო აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში", რომელიც თემით დაინტერესდა და საქართველოში 5 ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაციის პირობები გადაამოწმა, აცხადებენ, რომ მომხმარებელს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკომისიოს ხარჯზე დამატებით ეზრდება.
„ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა იზრდება ასევე სესხის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაშიც. ამას ემატება გაზრდილი საპროცენტო განაკვეთიც, რომლის ფორმირების ზუსტი მეთოდი და პრინციპი ხშირად გაურკვეველია. თუმცა რესტრუქტურიზაციის შედეგად მომხმარებელი მაინც შედარებით იუმჯობესებს მდგომარეობას, რადგან მისი ყოველთვიური გადასახადი მცირდება და არ ემუქრება უძრავი ქონების ან სხვა უზრუნველყოფის რეალიზაცია. ასევე რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის გადახდის ნაცვლად, იხდის ერთ სესხს. რესტრუქტურიზაციის გზით მომხმარებელი იუმჯობესებს საკრედიტო ისტორიასაც"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.