საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ე.წ. "ახალი თაობის" შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს ევროკავშირთან (და მის კანონმდებლობასთან) დაახლოების მნიშვნელოვან და რეალურ მექანიზმებს.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" (PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს.
PCA-სთან შედარებით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ყოვლისმომცველი და პოლიტიკურად და შინაარსობრივად უფრო ძლიერი დოკუმენტია, რომელსაც თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა შეთანხმება ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან (acquis) დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება ფაქტობრივად შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს. ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალური მექანიზმია.
ამდენად, მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სათანადოდ აღსრულება, რაც გულისხმობს აღებული ვალდებულებების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მის განხორციელებას, ასევე საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების