2009 წლის ზაფხულში, როდესაც დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ამ პერიოდის შემდეგ ბატონი ნავარო ჩამოდის NDI-ს წარმომადგენლად საქართველოში. ორგანიზაციის მოსაზრებით ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღის განსამუხტად სწორედ კვლევების შედეგები გამოიყენებოდა. ამის შემდეგ ერთვება ბატონი ნავარო ამ სქემაში. იმ დროისთვის გამოქვეყნებული NDI-ს კვლევების შედეგების თანახმად ქვეყანა ვითარდებოდა სწორი კუთხით. ამავე კვლევების მიხედვით საპროტესტო აქციებს მოსახლეობის უმრავლესობა არ ეთანხმებოდა. გარდა ამისა, წარმოჩენილი იყო სხვადასხვა საკითხები ისე, როგორც ეს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას ემთხვეოდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას, ლობისტური კომპანიების მეშვეობით მიეწოდებოდა. ეს ხდებოდა საფუძველი იმისა, რომ მაშინდელ მმართველ ძალას გაემართლებინა მისი ქმედებები და საპროტესტო მუხტის ჩასახშობად გამოყენებული გადამეტებული ძალა ჩათვლილიყო, როგორც ე.წ. ანტისახელწიფოებრივი ძალების განეიტრალების ოპერაცია.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაძლოა საქართველოში NDI-ს წარმომადგენლად დანიშნული ბატონი ნავაროს საქმიანობა იმ დიდი სქემის ნაწილი იყოს, რომელიც წინა ხელისუფლების ქმედებების გამართლებას ემსახურებოდა.
გარდა ამისა, საეჭვოა კიდევ ერთი გარემოება და ამასთანავე, დასტურია წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა ის ფაქტი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს და NDI-ს კვლევის შედეგები ძალიან განსხვავდებობა ერთმანეთისგან. ასევე, დიდი ცდომილება იყო საპრეზიდენტო არჩევენების ანალოგიურ მონაცემებში და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მაისში გამოქვეყნებული შედეგებიც იქნება რადიკალურად განსხვავებული 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისგან.
მივმართავთ, ბატონ ლუის ნავაროს გააკეთოს განმარტება, რატომ ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი კვლევები ცესკოს შედეგებს, მაშინ როცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აფიქსირებდნენ არჩევნების დარღვევებით ჩატარებას და საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობები სახეზე იყო, და რატომ ფიქსირდება 30%-იანი ცდომილება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ხოლო დამკვირვებლების შეფასებით რადიკალურად პოზიტიური ცვლილებებია არჩევნების ჩატარების პროცესთან და გამჭვირვალეობასთან მიმართებაში.
ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ საზოგადოება აღარ ენდობა ბატონი ნავაროს მიერ ჩატარებულ კვლევებს. მას უნდობლობა თბილისის მოსახლეობის 58%-ზე მეტმა ადამიანმა განუცხადა. ვურჩევდით ბატონ „მკვლევარს" თავად ჩაატაროს მსგავსი ტიპის გამოკითხვა, თუ ჩვენ არ გვენდობა და დარწმუნდება, რომ მის მიმართ ნდობა, შესაძლოა კვლევების თეორიული ცდომილების კოეფიციენტსაც არ გასცდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი ლუის ნავარო ბოროტად სარგებლობს საკუთარი პოზიციით, წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის ლობირების სქემის ნაწილს და ახდენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის იმიჯის დისკრედიტაციას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.