ხვალ, 24 მარტს, თბილისს ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჰაველი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ხვალვე, 18:00 საათზე "თბილისის ევროპის სახლს" გახსნის. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დედაქალაქში, "თავისუფლების მოედანზე" განთავსდება და ის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპრექტივების საკითხებზე იმუშავებს.
ჰაველი საქართველოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პირველი პირი თავისუფლებისთვის მებრძოლ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებას ღირსების ორდენითაც დააჯილდოვებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰაველი იყო ერთ-ერთი ავტორი იმ გახმაურებელი წერილისა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ლიდრმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას არ წასულიყო დათმობებზე რუსეთთან საქართველოს ინტრესების საზიანოდ.
ვაცლავ ჰაველი 1989-1992 წლებში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი იყო. 1993 წელს ე.წ. "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ იგი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა და ამ პოსტზე 2003 წლამდე იმყოფბოდა.
ვაცლავ ჰაველი 1936 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა. 1955 წელს იგი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი და ძალიან მალე ცნობილი გახდა, არა მხოლოდ ლიტერატურულ წრეებში. ამ პერიოდში გამოჩნდა მისი პირველი პიესებიც. იმის გამო, რომ ჰაველი მდიდარი წარმოშობის ოჯახში იყო დაბადებული, სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში მას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მიეღო სათანადო ჰუმანიტარული განათლება. ჰაველმა დაამთავარა სასწავლებელი ქიმიკოს ლაბორანტის სპეციალობით და პარალელურად, დაამთავრა საღამოს გიმნაზია.
1966 წელს ჰაველმა წარმატებით დაამთავრდა პრაღის ხელოვნების აკადემიიის თეატრალური ფკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება.
1965 წელს ჰაველი გახდა მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალ "ტვარჟის" (სახე) რედაქციის წევრი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ცენზურის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ამავე პერიოდში მისი ნაწარმოებები პოპულარული ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
1968 წლის "პრაღის გაზაფხულის მოვლენების" შემდეგ ჰაველი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ხდება ცნობილი თავისი გამორჩეული თავისუფალი აზროვნებით და ამ პერიოდიდან იგი არა ერთხელ დააპატიმრეს, თუმცა პარალელურად, იგი აგრძელებდა აქტიურ სამწერლო მოღვაწეობას.
1975 წელს გამოჩნდა მისი ღია წერილი იმ პერიოდის ჩეხოსლოვაკიის ლიდერის გუსტავ გუსაკის მიმართ, რომელმაც ჩეხოსლოვაკიელი კომუნისტების მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პარალელურად, საზოგადოებაში იზრდებოდა მისი პოპულარობა. იგი იყო ერთ-ერთი ინციატორი იყო "ქარტია 77"-ის ხელმოწერისა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1979 წელს ვაცლავ ჰაველს და კიდევ 5 ჩეხ დისიდენტს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მქედებებთან დაკავშირებით ბრალდება წაუყენეს.
1989 წელს პრაღაში სტუდენტების გამოსვლით დაიწყო ხავერდოვანი რევოლუცია. ჰაველი იყო ერთ-ერთი ინიციატორი სამოქალაქო ფორუმის შექმნისა, რომელიც შემდგომში ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიცური ძალა გახდა. დისიდენტის, უკვე როგორც პოლიტიკოსის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა.
1989 წლის 29 დეკემბერს ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების ორივე პალატამ თავის სხდომაზე ვაცლავ ჰაველი ერთხმად აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. მას უკავშირდება ჩეხეთის დემოკრატიზაცია, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე პირველი პოლიტიკური რეფორმები და ქვეყნის დაახლოება დასავლეთ ევროპასთან და აშშ-სთან.
ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანად, ორ ქვეყანად გაყოფის შემდეგ 1993 წლის 2 თებერვალს ჰაველი დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა.