„სახალხო რეფერენდუმის" შედეგების თანახმად დონეცკის ოლქის მცხოვრებთა 72,8 % და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებთან 70,1 % უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი-გამოკითხვა სამოქალაქო გაერთიანების „დონბასის პატრიოტული ძალები-ს მიერ იყო ორგანიზებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ ხმა დონეცკის ოლქის მცხოვრებთა 24,75 % ხოლო ლუგანსკის ოლქის მცხოვრებთა 26,9 % მისცა.
რეფერენდუმზე მეორე საკითხი, ადგილობრივი სათვისტომოების უფლებების გაფართოება იყო.
დონეცკის ოლქის მცხოვრებთა 84, 79 % და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებთა 87,7 % ამგვარი უფლებების გადართოებას დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ წავიდა 2,83 და 3,3 % შესაბამისად.