სეპარატისტებმა სლავიანსკთან უკრაინელი სამხედროების კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ვერტმფრენი „მი-24" ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვეროლი არ არის.
„დღეს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას სლავიანსკთან ახლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი „მი-24" ჩამოაგდეს",_ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა და მფრინავები გადარჩნენ.
ოპერტიულმა ბრიგადამ ისინი ბანაკში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს სლავიანსკთან სეპარატისტებმა 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. დაიღუპა ორი სამხედრო.