უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინიციატივა 25 მაისს დაგეგმილი არჩევნების გადადების შესახებ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა გააკეთა.
„ჩვენ არ ვიღებთ არავითარ ინიციატივებს, რომლებიც არჩევნების გადადებასთან არის დაკავშირებული. ეს არჩევნები გაიმართება ისე, როგორც არის დაგეგმილი",_ განაცადა პერებიინისმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები უკრაინის შიგბით არსებული სიტუაციის დესტაბიზაციისკენ არის მიმართული.
მისივე თქმით, მიუხედავად რუსეთის არაერთი მცდელობისა ჩაშალოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, არჩევნები მაინც მითითებულ ვადაში გაიმართება.
ევგენი პერებიინისმა განაცხადა, ისიც, რომ არჩევნები უკრაინაში ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვითა და საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობით გაიმართება.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის ცესკოში უკვე რეგისტრირებულია 543 საერთაშორისო დამკვირვებელი სხვა და სხვა ორგანიზაციებიდან და ცალკეული სახელწმიფოებისგან.