ოსი სეპარატისტები რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს 16 მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს 16 საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ტყის უკანონო ჩეხვა ედებათ. ეს განცხადება ე.წ სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიქტური დარეგულირების რწმუნებულის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა გააკეთა. მისივე თქმით, "დამრღვევები ახალგორის რაიონის სოფელ სალბიერთან დააკავეს".
"ამჟამად დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ახალგორის რაიონში იმყოფებიან და ისინი რაიონულ პროკურატურას არიან გადაცემულნი. აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება",_ განაცახადა ჩიგოევმა. მისივე განმარტებით, დაკავებულები კასპის რაიონის სოფელ გრემისხევის მაცხოვრებლები არიან.