"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის საკუთრებაში არსებული წყნეთის აგარაკი სახელმწიფოს გადაეცა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქონება ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ წყნეთის აგარაი აუქციონზე ორჯერ გავიდა, თუმცა შენობას მყიდველი არც ერთ შემთხვევაში არ გამოუჩნდა.
აგარაკი ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტისგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ჰქონდა შეძენილი.