ყვარლის საკრებულომ, დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის მოვალეობას კი, გამგებლის მოადგილე
მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს.
ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. მას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.
დავით ქევხიშვილის მომხრეებსა და საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება გუშინ, მას შემდეგ დაიწყო, როცა საკრებულოში გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავდნენ. საკითხის განხილვა დღესაც გაგრძელდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც დააკავეს ქევხიშვილი და კიდევ 17 პირი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით).
მასთან ერთად ასევე დაკავებულია მისი მომხრე 17 პირი - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით).
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცახადებით, დაკავებულები შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.