კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა შეხვედრებზე დასასწრებად ბიძინა ივანიშვილს სტატუსი არ სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მოქმედ და ყოფილ პრემიერთან მერობისა და გამგებლების კანდიდატებზე იმსჯელობენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს კოალიცია "ქართულმა ოცნება " ხვალ, 26 აპრილს დაასახელებს.