საქართველოს ექს-პრეზიდენტი 81 წლის ედუარდ შევარდნაძე მზადაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენ საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცეს.
"მე ვითანამშრომლებ ამ კომისიასთან",_ აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და დასძენს, რომ 1993 წელს იგი მომხრე იყო ზვიად გამსახურდიას ნეშტისათვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ზვიად გამსახურდიას ნეშტი დასავლეთ საქართველოდან პირდაპირ ჩეჩნეთში წაიღო.
შევარდნაძე ასევე აცხადებს, რომ იმ დროს ზვიად გამსახურდიას თვთმკვლელობაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
შეგახსნეებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტო ზვიად გამსახურდია 1992 წლის 7 იანვარს საქართველოდან განდევნეს. საქართველოში იგი 1993 წელს დაბრუნდა და ამავე წელს დასავლეთ საქართველოში გარდაიცვალა კიდეც. საქართველოში ზვიად გამსახურდია მხოლოდ 2007 წელს გადმოასვენეს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში შექმნილი საპარლამენტო დროებითი კომისია 1993 წელს 54 წლის ასაკში გარდაცვლილი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოებების შესწავლას აპირებს. საგამოძიებო კომისია მუშაობას ოქტომბრის ბოლოს დაიწყებს. არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში ჩასულ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძის დავალებით სპეცსამსახურები დევნიდნენ.