ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მედიის ცნობით, 19 წლის კაცი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფებმა გამოიყვანეს.
ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: "აჭარის ტელევიზია"