პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ შეერთებულ შტატებში ყოფნისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია „მშვიდობის საბჭოს“ შენატანის გადახდა და ასევე კითხვა დასვა: რატომ უნდა აღადგინონ პოლონელებმა ღაზა, რომელიც მათ არ გაუნადგურებიათ?.
„დღეს მილიარდი დოლარი 3.6 მილიარდი ზლოტია. ჩვენ გვაქვს პრობლემები ქვეყნის შიგნით და ომში მყოფი უკრაინა.“
მინდა მოვისმინო, რატომ უნდა აღადგინონ პოლონელმა გადასახადის გადამხდელებმა ღაზა, რომელიც არ დაუნგრევიათ“. - ციტირებს სიკორსკის პოლონური მედია.
მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის, წარუდგინოს ანალიზი „უსაფრთხოების საფრთხეების“ შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას პოლონეთის „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შედეგად.
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ამერიკის პრეზიდენტისგან მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობისთვის, პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, საჭიროა მთავრობის თანხმობა და სეიმის მიერ სპეციალური კანონის მიღება.