საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების არსებული დინამიკა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხების იმპლემენტაცია განიხილეს.
შეხვედრა ვაშაძის უწყებაში დღეს გაიმართა