ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2010-2011 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ჯული გიორგაძემ განმარტა, სტრატეგიის მთავარი მიზანია ცესკოს 2010-2011 წლების სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბოს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და საარჩევნო სისტემის მდგრად განვითარებას. სტრატეგიის ქვაკუთხედია ცესკოს საქმიანობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე და ამომრჩეველთა ნდობის ამაღლება საარჩევნო სისტემის მიმართ.
ცესკოს ორწლიან სტრატეგიას მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები გააჩნია. კერძოდ კი, მოკლევადიანი მიზნები 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, ხოლო გრძელვადიანი განხორციელება კი 2011 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
რაც შეეხება გრძელვადიანი მიზნები იგი საარჩევნო სისტემის ვენეციის კომისიის საუკეთესო საარჩევნო პრაქტიკის კოდექსისადმი სრულ შესაბამისობაში მოყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის მმართველობის სტრუქტურის დახვეწასითვალისწინებს.
სტრატეგიის შემუშავებას საფუძვლად რჩევები და რეკომენდაციები დაედო, რომელიც მოცემულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნით ანგარიშში.