მოძრაობა "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "შერატონ მეტეხი პალასში" შეხვდა.
"ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერმა დიპლომატებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 13 მარტს გასულ მოდელირებულ ქრონიკაზე ისაუბრა და მისი შედეგები შეაფასა. ალასანიამ მედია-მონიტორინგის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
"მთავარი, რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ უნდა იყოს ძალზე სერიოზული მონიტორინგი საქართველოში წინასაარჩევნოდ მედიაქტიურობაზე. ამ კუთხით ევროკავშირი და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გამოყოფენ დამატებით რესურსებს, რომ ეს მონიტორინგი ჩატარდეს წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდშიც", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.