სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კანცელარიიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 50-მდე საკითხს განიხილავს.
მათ შორის, მთავრობის წევრები ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე ისაუბრებს. ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციას პრემიერ ნიკა გილაურსა და მთვრობის წევრებს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური გააცნობს.
ჰიდროელექტროსადგურების კასკადების მშენებლობა სამეგრელოში, მდინარე კეხურზე და აჭარაში, მდინარე აჭარის წყალზე იგეგმება. დღეს მთვრობა ინვესტორების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს განიხლავს და გადაწყდება, როგორ გაგრძელდეს ამ პროექტზე მუშაობა.
სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 12:00 საათზე დაიწყება.