აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარიზში, უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრუტიკული ვითარების თაობაზე, საგანგებო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კერიმ აღნიშნა, რომ აშშ და რუსეთი აღიარებენ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური ხერხებით გადაწყვეტის აუცილებლობას, - იტყობინება ბი-ბი-სი.
მისი თქმით, აშშ კვლავინდებურად განიხილავს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, როგორც უკანონოს და არალეგიტიმურს და მოითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრის მიმდებარედ განლაგებული მისი ჯარები უკან დახიოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეების მიერ, უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, არანირი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინასთან მიმართებაში მიღებული არ იქნება
„უკრაინელები თავად აირჩევენ საკუთარ მომავალს. ჩვენ დღეს ეს საკითხი არ განგვიხილავს, რადგანაც არ იქნებოდა სამართლიანი უკრაინის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე", - განაცხადა კერიმ.
თავის მხრივ ლავროვმა ცაკლე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვს და კიევს გადაწყვეტილი აქვთ, ითანამშრომლონ უკრაინის ხელისუფლებასთან რუსულენოვანი მოსახლოების უფლებების დასაცავად და არარეგულარული ძალებისა და პროვოკატორების გასაიარაღებლად.
მასალის გამოყენების პირობები