დღეს, 19 მარტს, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს უცხოეთში ვიზიტის დეტალებს გააცნობს.
რუსეთში და ევროპაში ვიზიტის დეტალები ბურჯანაძემ პარტიის დარბაზის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე გააცნო.
"საზოგადოების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ ყველას შევხვდე და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იმედით უყურებენ ამ ვიზიტებს, არამედ მათაც, ვინც სკეპტიკურად და ნეგატიურად არიან განწყობილი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.