„რესპუბლიკა ყირიმმა, რომელმაც დღეს რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციისაგამ ფინანსური დახმარების სახით 15 მილიარდი რუბლი მიიღო",_ განცხადება ამის შესახებ ყირიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსენოვმა გააკეთა.
„დღეს რუსეთის ფედერაციამ რესპუბლიკას 15 მილირდი რიბლის ოდენობით ფინანსური დახმარება გამოუყო. რესპუბლიკის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა", - აცხადებს აკსენოვი.
თავის მხრივ რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა იქ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა უნდა გაკეთდეს.