უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უწყების ბინებიდან 11 უკრაინელი მესაზღვრე გამოასახლეს.
რუსი სამხედროები არა მხოლოდ მესაზღვრეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, „ჩერნომორსკოეს", „ევპატორიასა" და „სევასტოპოლის" სასაზღვრო ნაწილებში მომსახურე ჯარისკაცებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ე.წ. ახალი მთავრობის წინაშე დაედოთ ფიცი ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც მათ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბინებიდან გაასახლებენ.
იგივე მდგომარეობაა „შელკინოს" სასაზღვრო ნაწილში. სულ ოკუპანტებმა უკრაინელი მესაზღვრეების 11 ოჯახი უკვე გაასახლეს. გასახლებულთა შორის 9 ბავშვია.
მასალის გამოყენების პირობები