უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ტურჩინოვის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ მხარი დაუჭირა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იქნება 20 ათასი მოქალაქე, ნაციონალურ გვარდიაში კი კიდევ 20 ათასი.
დეპუტატებმა კანონპროექტი 275 ხმით მიიღეს.
„შიდაპოლიტიკური სიტუაციის გართულებისა და რუსეთის ფედერავიის მიერ უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის გამო, ასევე ყირიმის ავტომოვოიუტრ რესპუბლიკაში სოციალური დაძაბულობის ზრდის გამო, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად გამოცხადდეს ნაწილობრივი მობილიზაცია",_ ნათქვამია დოკუმენტში,
მობილიზაცია, დადგენილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები