ე.წ რესპუბლიკა ყირიმი 30 მარტიდან მოსკოვის დროზე გადადის. შესაბამისი გადაწყვერილება უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკვე გაუქმებულმა ე.წ. ყირიმის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას 79 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საათის ისრებს წინ გადასწევენ. ახლა მოსკოვსა და სიმფეროპოლს შორის, დროში სხვაობა ორ საათს შეადგენს.