სევასტოპოლთან ახლოს 300-მა შეიარაღბულმა სამხედრომ აეროპორტი დაიკავა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელბეკის აეროპორტში ამჟამად 300 მდე შიარაღებული ადამიანი იმყოფება. აეროპორტის ცვლის უფროსის ხელმძღვანელის ანატოლი რეჩენკოს ინფორმაციით, დაახლოებით ღამის სამ საათზე აეტოპორტის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები შევიდნენ. დაახლოებით 300 ადამიანი. რეჩენკოს აზრით, სინი რუსი სამხედროები არიან.
ამჟამად, აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია. ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები დგანან და მათთან მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ - „არ მოგვიახლოვდეთ, თორემ გესვრით!" - აცხადებენ ისინი.
რეჩეკომ მათთან მოლაპარაკება სცადა და გაარკვია, რომ ისინი აეროპორტს პროვოკაციებისაგან იცავენ. მისივე თქმით, აეროპორტის ტერიტორიაზე ასევე იმყოფება სამი ჯავშანმანქანა და 10 სამხედრო „ურალის" ტიპის ავტომობილი.
სამხედროები არავითარ მოთხოვნებს არ აყენებენ. ამ დროისათის აეროპორტი დახურულია და როდის გაიხსნება - უცნობია. გაუქმებულია დღეისათვის დაგეგმილი რეისები.
მასალის გამოყენების პირობები