28 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში ლიტერატურული საღამო და გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ავტორია საგამომცემლო სახლის „ქართული ელიტა" დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა კურთხევით.
საგამომცემლო სახლის „ქართული ელიტა" ინიციატივით, 2013 წელს დაფუძნდა - წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია. პროექტის მიზანია ქართველი პოეტების, ხატმწერების, მხატვრებისა და ფოტოხელოვანების შემოქმედების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
პრემიის ლაურეატების გამოსავლენად, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარეობს ყოველთვიური ლიტერატურული საღამოები და გამოფენები. მთელი წლის მანძილზე ღონისძიებებში მონაწილეობს მიიღებს 84 პოეტი, 12 ხატმწერი, 12 მხატვარი და 12 ფოტოხელოვანი. პროექტში ასევე ჩართულნი არიან სასულიერო პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მსჯავრდებულები.
გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსის meoTxe turს saqarTvelos kulturisa da ZeglTa dacvis saministroს სააქტო დარბაზი უმასპინძლებს.
2014 წლის ბოლოს, საგამომცემლო სახლი „ელიტა" გასცემს სამ პრემიას და გამოავლენს შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს. ასევე დაგეგმილია კრებულის გამოცემა, რომელშიც გამოქვეყნდება პროექტში მონაწილე მწერლების, პოეტების, მხატვრების და ფოტოგრაფების ბიოგრაფიები და ნამუშევრები.