ბათუმში ირანის სამშენებლო მასალების მუდმივი საგამოფენო ცენტრი გაიხსნა. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, საგამოფენო ცენტრში 30 ქარხნის 150- ზე მეტი სახის სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალაა წარმოდგენილი. ადგილობრივ მომხმარებლებს გრანიტის, მარმარილოს, ტრავერტინის, კაფელ-მეტლახის და კერამიკის პროდუქციის შეძენა ხელმისაწვდომ ფასებში შეეძლებათ. დღეს, საგამოფენო ცენტრის გახსნას აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმონადგენლები, უმაღესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ირანის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში და ირანელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები