ყირიმს უმაღლესი რადის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი აცხადებს, რომ უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად ყირიმის პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
მისივე თქმით, დღეს მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხის განხილვა მოხდება: ყირიმის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ 25 მაისს და ყირიმში არსებულ ეკონომიკური სიტუაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს არის დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები