ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატულია მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რომელიც შეახსენებს რუსეთს იმის შესახებ, რომ ის არის ერთ ერთი გარანტი უკრაინის საზღვრების ურღვეობისა.
აღნიშნული რეზოლუცია სტრასბურგში მიიღეს და ის ყველა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ არის მხარდამჭერილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი აშშ -სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმით, არის გარანტი უკრაინის არსებული საზღვრებისა.